ბულგარეთმა ევროპაში ლტოლვილების ნაკადის გაზრდის გამო საზღვრზე სამხედროები განათვასა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 22.09.2015
ნანახია: 2188

ბულგარეთმა ევროპაში ლტოლვილების ნაკადის გაზრდის გამო თურქეთის, საბერძნეთისა და მაკედონიის საზღვრებზე სამხედროები განათვასა. ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ნენჩევმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის საზღვარზე 111 ჯარისკაცი იმყოფება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში უახლოესი 24 საათის განმავლობაში სამხედროების რაოდენობის გაზრდა არ გამორიცხა.

მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს იარაღის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში - თავდაცვის მიზნით შეუძლიათ.

ნენჩევის თქმით, ბულგარეთის ხელისუფლების შეშფოთება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მიგრანტების მხოლოდ მცირე ნაწილია სირიიდან, მათი უმეტესობა შედარებით მშვიდობიანი ქვეყნებიდან არის, რომლებმაც სამშობლო მძიმე ეკონომიკური პირობების გამო დატოვეს.

„ხუთი ლტოლვილიდან მხოლოდ ერთია სირიელი. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ მათ შორის შესაძლოა იყვნენ ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირებიც“, -აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე