მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხი არსებითი განხილვის ეტაპზე დაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 09.11.2016
ნანახია: 1343

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის საკითხი არსებითი განხილვის ეტაპზე დააბრუნა. მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ბევრი საქმე სათათბირო ოთახიდან კვლავ სხდომათა დარბაზში დაბრუნდეს, რაც გადაწყვეტილების მიღებას გააჭიანურებს. საუბარია პლენუმის ახალი შემადგენლობის პირველ საქმეზე.  მოსამართლეები საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე იმჯელებენ, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ავალდებულებს კონკრეტულ კანდიდატს დაუსაბუთოს, თუ რატომ უთხრა უარი მოსამართლედ დანიშვნაზე. სარჩელის ავტორები ყოფილი მოსამართლეები, მოპასუხე კი საქართვლოს პარლამენტია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე