"უცნობი ქალის წერილები" - პრემიერა გიორგი შავგულიძის თეატრში

საქართველო, თბილისი - 23:00 | 08.11.2016
ნანახია: 2386

გიორგი შავგულიძის თეატრში შტეფან ცვაიგის ნაწარმოების, უცნობი ქალის წერილების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად, ამჯერად ნოველის პერსონაჟები სკოლის მოსწაავლეებმა განასახიერეს.

როგორც "პრაიმნიუსჯორჯიას" სპექტაკლის რეჟისორმა ნათია ბალაძემ განუცხადა, ბავშვებთან მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

"ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩთულები ასეთ პროექტში, რადგან ზოგადად თეატრი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების შემოქმედებით და შემეცნებით განვითრებაში", - განაცხადა რეჟისორმა ნათია ბალაძემ.

სპექტაკლი განათლების სამინისტროს ახალი პროექტის, თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.

სპექტაკლში 116-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე