ევა ბრაუნის ტრუსი აუქციონზე 3 600 დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 08.11.2016
ნანახია: 2059

აბრეშუმის იისფერი ტრუსები, რომელიც ჰიტლერის ცოლს ევა ბრაუნს ეკუთვნოდა, ბრიტანეთის აუქციონზე 3600 დოლარად (2900 ფუნტი) გაიყიდა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ის ჰიტლერის მიტოვებულ ბუნკერში ამერიკელმა სამხედრომ იპოვნა.

აუქციონი Philip Serrell-მა გამართა. ტრუსის გარდა აუქციონზე გამოტანილი იყო ევა ბრაუნის სხვა ნივთებიც. მათ შორის ტუჩსაცხის ვერცხლის კოლოფი და ოქროს ბეჭედი ოპალის ქვითა და ექვის ლალის თვლით.

ბეჭედი 1250 ფუნტად, ვერცხლის კოლოფი კი, რომელშიც კაშკაშა წითელი ფერის ტუჩსაცხის ნაჭერი იყო მოთავსებული, 360 ფუნტად გაიყიდა. ევა ბრაუნის ნივთების ახალმა მფლობელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე