ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი შვილების მეურვეობაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 13:01 | 08.11.2016
ნანახია: 2035

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ თავიანთი შვილების საცხოვრებელი ადგილის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, ბავშვები დედასთან იცხოვრებენ, პიტი კი მათ ”თერაპევტული ვიზიტებით” ეწვევა. მსახიობების ექვსი შვილიდან უფროსი 15 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი - 8-ის.

მანამდე მედია წერდა, რომ პიტმა მოსამართლეს ბავშვების მეურვეობაზე ჯოლისთან ერთად თანაბარი უფლებები მოითხოვა.

ანჯელინა ჯოლიმ განქორწინებაზე სასამართლოში განცხადება სექტემბერში  მიუღებელი უთანხმოების გამო შეიტანა. ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ ჯოლი ქმრის აღმზრდელობითი მეთოდებით უკმაყოფილო იყო.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 10-წლიანი თანაცხოვრების შემდგე  2014 წელს დაქორწინდნენ.  ჯოლისა და პიტს ექვსი შვილი ჰყავთ. სამი მათგანი ნაშვილებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე