გვარამია: თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად

საქართველო, თბილისი - 18:49 | 21.10.2015
ნანახია: 1617

ტელეკომპანია "რუსთავი 2" , მიუხედავად საამართლოს გადაწყვეტილებისა, გააგრძელებს მუშაობას იმ ფორმატით, რომლითაც მუშაობდა, ამ დრომდე, - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კურიერის სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.

მისი თქმით, ტელევიზიაში ძალისმიერი შეჭრის მცდელობების შემთხვევაში, თავს ასევე ძალისმიერად დაიცავს. 

"გეუბნებით ღიად, ჩვენ არ დავუთმებთ არავის "რუსთავი 2"-ს, იმიტომ, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილება არის აპრიორი უკანონო. ჩვენ არ ვაპირებთ მის აღსრულებას. ჩვენ ვაპირებთ მაუწყებლობას იმ ფორმატით, რა ფორმატიც გვაქვს. იმ ვითარებაში, თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები კომპანიაში, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად. არ ვაპირებთ დავთმოთ ტელეკომპანია, ჩვენი სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა", - განაცხადა გვარამიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე