რობი უილიამსი ლგბტ ჟურნალისთვის გაშიშვლდა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 07.11.2016
ნანახია: 1595

პრინც უილიამის შემდეგ, რომელიც სექსუალური უმცირესობის ჟურნალის Attitude -ს გარეკანზე ივნისში  გამოჩნდა,  ნოემბრის ნომერში გამოცემის მორიგი გმირი მომღერალი რობი უილიამსი იქნება. მართალია ბრიტანელი პრინცისგან განსხვავებით, რომელიც ჟურმალისთვის თეთრი პერანგით პოზირებდა, რობიმ გადაწყვიტა თავი ტანსაცმლით არ შეეზღუდა. მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თავისი შიშველი სხეულის დემონსტრირება მოახდინა და ხელებით მხოლოდ ის ადგილი დაიფარა, რომლის გამოჩენაც საჭიროდ არ ჩათვალა.

ასეთ ექსპერიმენტზე მუსიკოსი სავარაუდოდ თავისი რიგით მე-11 ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით წავიდა. Heavy Entertainment Show-ი 2013 წლის შემდეგ მისი პირველი ალბომია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე