ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 07.11.2016
ნანახია: 1245

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ტელეგრაფის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

დანგრეულია კორპუსის სამი სართული. ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. მათივე თქმით, მათ გამგეობას არა ერთხელ მიმართეს და კორპუსის რეაბილიტაცია ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე