70 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, მისი 18 წლის შვილი და კიდევ 4 პირი დააკავეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:21 | 04.11.2016
ნანახია: 1808

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობარი. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა..






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე