მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებაზე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 22.09.2015
ნანახია: 2079

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეხვედრას, რომელიც ეროვნული ვალუტის დასტაბილურების საკითხზე გაიმართა.

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  საქართველოს მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით.

აბაშიშვილის განცხადებით, ყველა ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომავალში განხორციელდება უნდა ემყარებოდეს ერთობლივ გადაწყვეტილებებს.

"ჩვენ ვნახეთ შეხვედრა და შეხვედრის შემდგომი განცხადებები, სადაც საუბარი იყო ერთობლივი ქმედებების დაგეგმვაზე. ყოველთვის, როცა ერთობლივ ქმედებებზე და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით", - აღნიშნა აბაშიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე