დემირელის კოლეჯს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ
საქართველო, თბილისი - 14:56 | 04.11.2016 ნანახია: 1217დემირელის სახელობის კოლეჯს აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საპატიო სტუმრებმა ბატონმა რაიან კოენიგმა და ქალბატონმა მედიკო ქოჩორაძემ საქმიანი შეხვედრა გამართეს სკოლის ადმინისტრაციასთან, დაათვალიერეს კოლეჯის ახალი შენობა და პირადად გაეცნენ სასწავლო პროცესსა და სკოლის მოსწავლეებს.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ კოლეჯის მრავალწლიან ისტორიასა და წარმატებებს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება სტუმრებზე ნორჩმა გამომგონებლებმა მოახდინეს, რომლებმაც სტუმრებს საკუთარი გამოგონებები რობოტიკსის კლუბში წარუდგინეს.
"ჩვენი კოლეჯისთვის დიდი პატივია ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი. გვიხარია, რომ სტუმრებმა მხარდაჭერა გამოხატეს და დაინტერესდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებით. სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი სკოლის მიღწევებსადა მრავალწლიან გამოცდილებას. გვჯერა დიპლომატიური კორპუსისა და ზოგადად საერთაშოსირო ორგანიზაციების მხარდაჭერა მხოლოდ სასიკეთო როლს შეასრულებს ჩვენი კოლეჯის შემდგომ წინსვლაში“,- განაცხადა შეხვედრის დასასრულს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო კავთიაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, რაიან კოენიგმა საკუთარი შთაბეჭდილება კოლეჯის შთაბეჭდილებების წიგნშიც დატოვა და მასპინძლებს მომავალ ვიზიტამდე დაემშვიდობა.
დემირელის სახელობის კოლეჯი 23 წლის წინ დაფუძნდა. წლების განმავლობაში კოლეჯმა აღზარდა არაერთი წარმატებული მოსწვალე.
სკოლის მიზანია აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, ანალიტიკურად მოაზროვნე, თავისუფალი, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მოტივირებული და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე ახალგაზრდები; შეუქმნას მოსწავლეებს ყველა პირობა, რომ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენა და რეალიზება; დღესდღეობით კოლეჯში 7 სხვადასხვა ეროვნების, 500-მდე მოსწავლე იღებს განათლებას. მულტიკულტურული გარემო, რომელშიც კოლეჯის მოსწავლეები იზრდებიან ხელს უწყობს აღზარდოს დემოკრატიულ ფასეულობების მატარებელი მსოფლიო მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა