ბათუმის იუსტიციის სახლში, მოქალაქემ ID ბარათში სამი 6-იანის გამო სასურათე კაბინა ჩაქუჩით დააზიანა

საქართველო, თბილისი - 13:30 | 04.11.2016
ნანახია: 1525

მოქალაქემ ბათუმის იუსტიციის სახლში სასურათე კაბინა ჩაქუჩით დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ქმედება ID ბარათს უკავშირდება, იგი აგრესიულად იქცოდა და ამბობდა, რომ  ID ბარათში სამი ექვსიანია.

მოქალაქე ამ დროისთვის დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე