ბავშვებმა ანჯელინა ჯოლისთან ცხოვრებაზე უარი თქვეს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 04.11.2016
ნანახია: 1870

დასავლელი ჟურნალისტების მტკიცებით, ანჯელინა ჯოლი ნერვული აშლილობის ზღვარზეა. ამის მიზეზი კი არა ბრედ პიტთან განშორება, არამედ მისი შვილებია. კერძოდ, 12 წლის პაქსმა და 10 წლის შაილომ ანჯელინას განუცხადეს, ბრედთან ცხოვრება სურთ.

”პაქსმა და შაილომ ანჯელინას უთხრეს, რომ მათ მამასთან ცხოვრება სურთ. საქმე იმაშია, რომ მათ ყოველთვის უნდოდათ მამასთან ყოფნა, მათ უფრო მჭიდრო და ძლიერ ემოციური ურთიერთობა ჰქონდათ მასთან ვიდრე ჯოლისთან. რა თქმა უნდა, ანჯელინა განადგურებულია. ის ახლა ვეღარ შეძლებს ისე მოიქცეს, როგორც სურს. უფრო მეტიც, ის გრძნობს, რომ ბრედთან შვილებისთვის ბრძოლაში მარცხდება”, - განუცხადეს ანჯელინა ჯოლის ახლობლებმა გამოცემა Hollywood Life-ს.

აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტმა მანამდე შვილებისთვის ანჯელინა ჯოლისთან ბრძოლაზე უარი თქვა. დროებითი შეთანხმების თანახმად, მსახიობს შვილების ნახვა მხოლოდ უქმე დღეებში ექიმის თანდასწრებით შეეძლება. ბრედ პიტს შეეძლო ამ გადაწყვეტილების გაპროტესტება და ერთობლივი მეურვეობა მოეთხოვა, მაგრამ გადაწყვიტა ასე არ მოქცეულიყო. ბრედი უბრძოლველად დანებდა, რადგან სასამართლოში კონფრონტაციას მოერიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე