დიარბაქირში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 04.11.2016
ნანახია: 1652

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ტელეარხ NTV-ის ინფორმაციით, აფეთქება უშიშროების სამსახურის შენობასთან მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და სამართალდამცავები იმყოფებიან. ქალაქის თავზე პოლიციის ვერტმფრენები დაფრინავენ. წინასწარი მონაცემებით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დიარბაქირის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფეთქება ქურთების მუშათა პარტიის წევრებმა განახორციელეს.

მანამდე დიარბაქირში აფეთქებები ქურთთა მუშათა პარტიის წევრებს არაერთხელ განუხორციელებიათ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე