უკრაინაში საქართველოს საელჩოში ტურისტული პრეს-კლუბის სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:17 | 03.11.2016
ნანახია: 1358

უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და უკრაინის ტურისტული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში საზაფხულო ტურისტული სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით ტურისტული პრეს-კლუბის სხდომა გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და ტურისტული ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ ცარუკმა.

საქართველოში ტურიზმის მნიშვნელობასა და ამ დარგის განვითარების ტენდენციებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიდეო-ჩართვის მეშვეობით ისაუბრეს.

საქართველოს საელჩოში გამართულ სხდომას ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე