თსუ-ს სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:13 | 21.10.2015
ნანახია: 1586

თსუ-ს ეზოში სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ და რექტორის გადადგომას მოითხოვენ. ლადო პაპავას ისინი გადადგომისთვის ვადას დღეს, 22:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაიწყებით იმუქრებიან.

აღნიშნული მოთხოვნა აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ვლადიმერ პაპავას კაბინეტთან გამოთქვეს, სადაც აქციამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ წითელი ბარათი იმის ნიშნად, რომ რექტორმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. მათივე თქმით, მიტანილი აქვთ უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის ფოტომასალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე