სოფელ ყიზილაჯლოში წყალმომარაგების ახალი ცენტალიზებული ქსელი მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 03.11.2016
ნანახია: 1223

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, განჯავის ქუჩაზე  წყალმომარაგების  ცენტრალიზებული ქსელი კეთდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი ფინანსებით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი (350 მეტრ სიგრძეზე მოთავსდება  წყლის ახალი მილები) და მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა.

განჯავის ქუჩას ცენტრალიზებული სისტემის არ არსებობის გამო წყალი შეფერხებით მიეწოდება.  სამუშაოების დასრულების  შედეგად,  აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ  ოჯახებს არსებული პრობლემა მოუგვარდება და  ათეულობით აბონენტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ერთ კვირაში დაასრულებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე