"სასაცილოა, ბავშვმა იტირა და ამის გამო გადაცემა დაიხუროს" - ლელა მებურიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:05 | 03.11.2016
ნანახია: 2152

“ეგ სასაცილოა, როგორ შეიძლება, ბავშვმა იტირა და ამის გამო გადაცემა დაიხუროს. მგონია, რომ არაფერი საშინელება არ მომხდარა გუშინ”, – ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ლელა მებურიშვილმა “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აღნიშნა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ გადაცემის გუშინდელი ეთერის გამო, საზოგადოებაში გამოწვეულმა უარყოფითმა დამოკიდებულებამ, ქართველების სტერეოტიპულობა კვლავ გამოავლინა.
“ეგ სასაცილოა, როგორ შეიძლება, ბავშვმა იტირა და ამის გამო გადაცემა დაიხუროს. მგონია, რომ ასეთი საშინელება არ მომხდარა გუშინ. მთავარი არის ის, რომ ბავშვი არის კარგად, ზუსტად 2 წუთში შეჭამა, დაიძინა და მთავარია, ძალიან ლამაზად და ბედნიერად გამოიყურება. მთავარია, რომ ეს მოვიშალოთ ქართველებმა”, – განაცხადა ლელა მებურიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “დღის შოუს” პირდაპირ ეთერში, ოთხი თვის გოგონას ყური გაუხვრიტეს. ამ ფაქტმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. “ფეისბუქის” მომხმარებლებმა გადაცემის დახურვაც კი მოითხოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე