თურქეთის ჟანდარმერიიდან კიდევ 1218 თანამშრომელი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 13:21 | 03.11.2016
ნანახია: 1412

თურქეთის ჟანდარმერიის კიდევ 1218 თანამშრომელი დაკავებული სამუშაო ადგილებიდან გაათავისუფლეს. ისინი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად სტამბოლსა და ანკარაში 240 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მტი კი დაშავდა. ხელისუფლება მომხდარში ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. გიულენთან ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით არშემდგარი ამბოხის შემდეგ 32 ათასი ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი 70 000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე