ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ქორწინდებიან

საქართველო, თბილისი - 12:50 | 03.11.2016
ნანახია: 1762

ულამაზესი წყვილი - ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერი და სუპერმოდელი ირინა შეიკი ქორწინებისთვის ემზადებიან. შეყვარებულების სერიოზული გადაწყვეტილების შესახებ ტაბლოიდი E! News-ი წყვილის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით წერს.

შეიკსა და კუპერს  ქორწილის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოჯახური მოგზაურობა ტროპიკულ ქვეყანაში უკვე დაგეგმეს.

ბრედლი და ირინა ქორწილის დეტალებზეც შეთანხმდნენ. წყაროს ცნობით, წყვილს საზეიმო ცერემონიის გამართვა ვიწრო წრეში სურთ. ქორწილის თარიღის დაგეგმვა მათ ძალიან უჭირთ ბრედლი კუპერის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. ამჟამად მსახიობი დაკავებულია ახალი პროექტით ლედი გაგასთან ერთად, სადაც თავის ძალებს რეჟისორის რანგში გამოცდის.

ტაბლოიდები ირინა შეიკის ორსულობის შესახებაც წერდნენ, თუმცა წყვილს ოფიცილურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე