ფიფას კორუფციული სკანდალი შესაძლოა ბეკენბაუერსაც შეეხოს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 21.10.2015
ნანახია: 1859

ფიფას კორუფციულ სკანდალში მორიგი ეჭვმიტანილი - ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი გამოიკვეთა. ამის შესახებ Bild-ი წერს.

ამ დრომდე მას მიმდინარე გამოძიება არ შეხებია. მაგრამ უკანასკნელ ხანს ფიფას ხელმძღვანელობამ დაიწყო სხვადასხვა წლებში მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევის გარემოებების შემოწმება.

ბეკენბაუერი დიდი ხნის განმავლობაში იყო კომისიის წევრი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად იმ ქვეყნების არჩევა ხდებოდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გამართულიყო. ეჭვის მიზეზი გახდა ის ეპიზოდი, როდესაც ბეკენბაუერი ”გერმანია-2006”-ის სატენდერო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

2015 წლის 16 ოქტომბერს ჟურნალმა Spiegel-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია Adidas-ის ხელმძღვანელმა რობერტ ლუის-დრეიფუსმა 2000 წელს გერმანიის საორგანაზაციო კომიტეტს 10,3 მლნ შვეიცარიული ფრანკის ექვივალენტი თანხა გადასცა.

ეს თანხა სატენდერო კომიტეტს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ის არცერთ ანგარიშში არ იყო ასახული. ბეკენბაუერმა ბრალდება უარყო. ფიფაში აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა გამოძიება დაიწყო.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე