Forbes-ი: ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი გახდა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 03.11.2016
ნანახია: 1700

ჟურნალმა  Forbes-მა მოსფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2016 წლის ივლისამდე) 170 მლნ დოლარის შემოსავლი მიიღო.

მოგების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის საკონცერტო ტურზე ”1989’, რომელიც მაისში იაპონიაში დაიწყო. ტეილორმა ასევე სერიოზული თანხა გამოიმუშავა დიეტური გაზიანი სასმელის, Apple-ს პროდუქციისა და კომპანია Keds-ის ფეხსაცმელის რეკლამებით.

მეორე ადგილი დაიკავა მომღერალმა ადელმა. მისმა შემოსავალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80,5 მლნ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილი წილად ხვდა მადონას. მისი გამომუშავებული თანხა 76,5 მლნ დოლარია.

სამეულში ვერ მოხვდნენ რიანა (75 მლნ დოლარი), ბიონსე (54 მლნ ), ქეთი პერი (41 მლნ), ჯენიფერ ლოპესი (39,5 მლნ), ბრიტნი სპირსი (30,5 მლნ), შანაია ტვეინი (27,5 მლნ) და სელინ დიონი (27 მლნ დოლარი).  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე