სარგინიგზო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 03.11.2016
ნანახია: 1707

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა პაკისტანში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახებისას.

გაზეთ Dawn-ის ინფორმაციით, სარკინიგზო ავარია ქალაქ ყარაჩისთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უამრავი მგზავრი ვაგონების ქვეშ არის მოყოლილი, რის გამოც ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.  მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ. სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე