წიგნის „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:20 | 02.11.2016
ნანახია: 1733

3 ნოემბერს, 17:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში,  (რუსთაველის გამზ. #6) თბილისის მერიის “კულტურული ღონისძიებების ცენტრის” ორგანიზებით, გაიმართება წიგნის - „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ პრეზენტაცია.

წიგნი - „თავისუფალი თეატრალური პროექტები“, თბილისის მერიის „კულტურული ღონისძიებების ცენტრის“ მხარდაჭერით, გამოსაცემად რამდენიმე ათეულ თეატრმცოდნესთან ერთად „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა“ მოამზადა.

ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 20-ზე მეტი თეატრისა და სათეატრო ორგანიზაციის 60-მდე პროექტი.

წიგნში მოცემულია პროგრამის - „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ ფარგლებში, 2014-2015 წლებში დაფინანსებული სპექტაკლების სტატისტიკური და ანალიტიკური კვლევა (რეცენზიების სახით). ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი წარმოადგენს სტატისტიკურ კვლევას, ხოლო, მეორე ნაწილი დათმობილი აქვს დაფინანსებული სპექტაკლების 80-მდე რეცენზიას. წიგნის მეორე ნაწილზე 20-ზე მეტმა, თითქმის ყველა თაობის თეატრმცოდნემ იმუშავა. რეცენზიების უმეტესობა საგანგებოდ ამ ნაშრომისათვის დაიწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე