თურქეშთი გიულენთან კავშირის გამო მასობრივი დაკავებები გრძელდება

საქართველო, თბილისი - 15:12 | 02.11.2016
ნანახია: 1560

ანკარის პროკურატურამ განათლების სისტემის 103 თანამშრომლის დაკავების სანქცია გასცა. ისინი ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ტელეარხ NTV-ის ცნობით, ოპერაცია ქვეყნის 16 პროვინციაში მიმდინარეობს. უკვე დაკავებულია 31 ადამიანი.

16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას სტამბოლსა და ანკარაში 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა. ხელისუფლებამ გიულენი გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. გიულენთან კავშირში ქვეყნის მასშტაბით 32 ათასი ეჭვმიტანილია დაკავებული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე