”წლის ქალი” U2-ს ლიდერი ბონო გახდა

საქართველო, თბილისი - 13:47 | 02.11.2016
ნანახია: 1625

ჯგუფ U2-ს ლიდერი ბონო პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Glamour-ის ვერსიით, ”წლის ქალად” დასახელდა.

ჟურნალი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა ”წლის ქალის” სიაში მამაკაცების ჩართვის საკითხს. შედეგად რედაქცია მივიდა დასკვნამდე, რომ დღეს ბევრი მამაკაცი აკეთებს ქალებისთვის სასარგებლო და სასიკეთო საქმეს. ”ბევრი მამაკაცი აკეთებს ამას და ბონო ერთ-ერთი მათგანია”, - განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა სინდი ლეივმა.

არჩევანი ბონოზე შემთხვევით არ გაკეთებულა. სწორედ U2-ს ლიდერმა ჩაუყარა საფუძველი მოძრაობას ”სიღატაკე- სექსიზმია”.  სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში 62 მლნ-მდე გოგონას სქესობრივი ნიშნით სწავლის უფლება ერთმევა, ნახევარ მილიარდამდე ქალმა კი წერა-კითხვა არ იცის.

თავად მუსიკოსმა განაცხადა, რომ  გამარჯვება ბრძოლაში გენდერული თანასწორობისთვის მიუღწეველი იქნება, თუ მას მამაკაცები არ შეურთდებიან. ”ჩვენ დიდი დოზით ვატარებთ პასუხისმგებლობას ამ პრობლემის გამო, ამიტომ მის გადაჭრაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ”, - განმარტა ბონომ.

სხვა ლაურეატებს შორის ასევე არიან დიზაინერი მიუჩა პრადა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ  ლაგარდი.

დაჯილდოვების ცერემონია ლოს-ანჯელესში 14 ნოემბერს გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე