ვინ იქნება შსს-ს ახალი მინისტრი?

საქართველო, თბილისი - 13:48 | 02.11.2016
ნანახია: 1515

მომავალი შს მინისტრის ვინაობა კვლავ უცნობია. როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შს მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის დანიშვნაზე კონსულტაციები არ ყოფილა. კობახიძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე განცხადების გაკეთება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

“კონსულტაციები დაწყებულია ამ საკითხებზე.  რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი გააკეთებს კონკრეტულ განცხადებას. არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. ზოგადად, კონსულტაციები რომ დაწყებულია, შემიძლია დაგიდასტუროთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე