საუდის არაბეთში პრინცი გაროზგეს

საქართველო, თბილისი - 13:19 | 02.11.2016
ნანახია: 1434

საუდის არაბეთის პრინცი ალ საუდი ჩადენილი დანაშაულისთვის გაროზგეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრინცი ქალაქ ჯიდის ციხეში მათრახით გაროზგეს. თუ რა დანაშაულისთვის დაისაჯა უფლისწული, ჟურნალისტებს არ დაუზუსტებიათ.

ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა პრინც თურქ ვენ საუდ ალ ქებირს, რომელიც თავისი მეგობრის მკვლელობისთვის დაისაჯა. სამეფო ოჯახის წევრისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი 1970-იანი წლების შემდეგ საუდის არაბეთში პირველად აღსრულდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე