რიკი მარტინი საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 02.11.2016
ნანახია: 2213

მომღერალი რიკი მარტინი თავის საყვარელ მამაკაცზე მხატვარ ჯვან იოსეფზე დაქორწინდა. შესაბამის დსაკვნამდე მივიდნენ ჟურნალისტები, რომლებმაც შეყვარებულების ფოტოებზე საქორწინო ბეჭდები შენიშნეს. რეპორტიორებს მოსაზრება კიდევ უფრო გაუმყარა  რიკი მარტინის პირადი ფოტოგრაფის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული წყვილის ფოტოებმა. სურათებზე რიკის, ისევე როგორც იოსეფს,  უსახელო თითზე უბრალო ოქროს რგოლი უკეთია, რომელიც ძალიან გავს საქორწინო ბეჭედს. პრესის წარმომადგენლები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რიკის ოჯახური სტატუსი შეიცვალა და ჯვანი იოსეფთან ურთიერთობა დააკანონა.

2010 წელს პუერტო-რიკოელმა მომღერალმა საჯაროდ აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. იანვარში კი ათასობით თაყვანისმცემელ ქალს იმედი ჩაუნერგა, როდესაც განაცხადა, რომ ქალთან სექსი მოენატრა. ”მე მომწონს, როგორც მამაკაცები, ისე ქალები. მე სექსუალური იარლიყების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ვართ ადამიანები ემოციური და სექსუალური მოთხოვნილებებით. მე გეი ვარ, მომწონს მამაკაცები, მაგრამ მინდა დავტკბე სექსუალური თავისუფლებით, თუ კი ქალის მიმართ ლტოლვა გამიჩნდება, მასთან სექსით დავკავდები”, - აღნიშნა რიკი მარტინმა პრესასთან ინტერვიუში.

45 წლის რიკი მარტინს ორი ვაჟი, ჰყავს. ტყუპები სუროგატმა დედამ 2008 წელს გაუჩინა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე