დავით საყვარელიძეს ხარკოვში ბრილიანტის მწვანე შეასხეს

საქართველო, თბილისი - 10:19 | 02.11.2016
ნანახია: 1355

ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე შეასხეს. საყვარელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი ხალხი ხელისუფლებაში მოსულ არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს მალე ე.წ. „პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე“ გაგზავნის. დავით საყვარელიძე ასევე წერს, რომ ის უკრაინის ხელისუფლებაზე სიმართლის თქმასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს. მომხდარს  საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. “ხარკოვში სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში დავით საყვარელიძეს სახეზე “ზელიონკა” შეასხეს. როგორ ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ ჰელოვინი.  ღირს ბრძოლა, რომ ჰელოვინი არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“, -წერს  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე