მსახიობი ტიპი ჰადრენი ალფრედ ჰიჩკოკს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 01.11.2016
ნანახია: 1682

მსახიობი ტიპი ჰადრენი ამტკიცებს, რომ რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი მას სექსუალურად ავიწროვებდა იმ დროს, როდესაც ისინი 1960-იან წლებში ერთად მუშაობდნენ.

ავტობიოგრაფიაში მსახიობი, რომელიც ახლა 86 წლისაა, რამდენიმე შემთხვევას აღწერს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რეჟისორის ლიმუზინში მოხდა, ჰიჩკოკი ავტომობილის უკანა სავარძელზე ძალის გამოყენებით მის კოცნას ცდილობდა. მსახიობმა ამ სიტუაციას ”საშინელი მომენტი” უწოდა. ჰადრენი წიგნში კიდევ ერთ მსგავს შემთხვევას იხსენებს, ინციდენტი მისი თქმით, რეჟისორის ოფისში მოხდა.

მსახიობ მელანი გრიფიტის დედა ტიპი ჰადრენი მონაწილეობდა ჰიჩკოკის ფილმში ”ჩიტები”, რომელიც 1963 წელს არის გადაღებული, მომდევნო წელს კი ითამაშა ფილმში ”მარნი”

ჰადრენი ყვება, რომ ამ მომენტიდან ჰიჩკოკმა მისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო. მოქმედი კონტრაქტის პირობებში  არ აძლევდა როლებს ”ოსკარის” ნომინაციისათვის. უკრძალავდა სხვა ფილმებში გადაღებას.

ჰადრენი ამტკიცებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ჰიჩკოკმა კარიერა დაუნგრია,  მისი პირადი ცხოვრების დანგრევა მაინც ვერ შეძლო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე