ნოდარ კერესელიძე ჩინეთის ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:40 | 31.10.2016
ნანახია: 1226

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ჩენ რივუს შეხვდა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციაზე ისაუბრა და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წილი აქვს და ამდენად, ბაზრების დივერსიფიკაციას და  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჯიანქსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა ნოდარ კერესელიძეს ჯიანქსის პროვინციის აგრარული პოტენციალი გააცნო და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

როგორც შეხვდრის დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან არაერთი, მათ შორის, საგანმანათლებლო, ასევე, ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობს და, შესაბამისად, ქართული მხარის მიერ ყველა საინტერესო და პერსპექტიული წამოწყება მხარდაჭერილი იქნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე