პრინცმა ჰარიმ ძმას და რძალს თავისი იდუმალი გერლფრენდი გააცნო

საქართველო, თბილისი - 15:13 | 31.10.2016
ნანახია: 2379

პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობს მეგან მარკლს ხვდება. Daily Mirror-ის ცნობით, ჰარიმ გოგონა ძმას პრინც უილიამსა და მის ცოლს ქეით მიდლტონს უკვე გააცნო.

წყვილმა ერთმანეთი მაისში გაიცნო. პრინცი ჰარი ტორონტოში თავისი სპორტული პროექტის განვითარებისთვის ჩავიდა. სწორედ ამ დროს ამავე ქალაქში მიმდინარეობდა ტელესერიალ ”ფორს-მაჟორის” გადაღებები, სადავ მარკლი მონაწილეობს.

როგორც გამოცემა წერს, უინძორების დინასტიის 32 წლის წარმომადგენელი უგონოდ არის შეყვარებული და თავს უზომოდ ბედნიერად გრძნობს.

35 წლის მარკლის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, კენსინგტონის სასახლეში კი განაცხადეს, რომ პრინცის პირად ცხოვრებას პრესასთან არ განიხილავენ.

უელსის პრინცი მანამდე ბრიტანული არისტოკრატიის წარმომადგენლებს  - ჩელსი დეივისა და კრესიდა ბონასს ხვდებოდა. შემდეგ კი პრესა ჰარისა და  მსახიობ ემა სტოუნის რომანის შესახებ წერდა.  

მეგან მარკლი პოპულარული გახდა ტელესერიალ ”ფორს-მაჟორის” შემდეგ, რომელშიც ის 2011 წლიდან მონაწილეობს. 2011 წელს მსახიობი ცოლად გაყვა ტრევორ ენგელსონს, რომელსაც 2013 წელს გაშორდა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე