ფრანგმა იუველირებმა დი კაპრიოს ოქროს ტელეფონი მიუძღვნეს

საქართველო, თბილისი - 14:30 | 31.10.2016
ნანახია: 1622

ფრანგულმა საიუველირო სახლმა OUVRI-მ წარმოადგინა ტელეფონები, რომლებიც ჰოლივუდის მსახიობს ლეონარდო დი კაპრიოსა და მის გერლფრენდს მოდელ ნინა აგდალს მიუძღვნა. ამის შესახებ Harper's Bazaar-ი იტყობინება.

საუბარაია  Bourbon D'or-სა და Bourbon Noir-ის მოდელებზე. მათი კორპუსი ოქროსია და დეკორირებულია ძვირფასი ქვებით.

სმარტფონების შექმნის შთაგონების წყარო ფილმი ”ადამიანი რკინის ნიღაბით” გახდა, სადაც დი კაპრიო მთავარ როლს ასრულებს. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსებულია გრავიურა ფრაზით  L'état c'est moi (”სახელმწიფო - ეს მე ვარ”), რომელიც ლუდოვიკო მე-14-ს ეკუთვნის. უკანა პანელზევე არის ნიღბის ბარელიეფი და ბრილიანტის თვალი. აგდალისადმი მიძღვნილი მოდელი დეკორირებულია ლალის თვლით, რომელსაც ვარდის ფორმა აქვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე