პრეზიდენტი ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობასა” და ”პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში მოხვედრას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:37 | 31.10.2016
ნანახია: 1209

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობასა” და ”პატრიოტთა ალიანსს” პარლამენტში მოხვედრას ულოცავს და წარმატებულ მოღვაწეობას უსურვებს. მისი შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგა.

”საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი - თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას - თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. 

მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ ძალებს, ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”პატრიოტა ალიანსს”, ის რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები, ვუსურვო წარმატებულ მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში”, - განაცხადა პრეზიდენტმა

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე