ცვლილებები "იმედზე" - "ქრონიკას" ახალი სახეები წაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 12:30 | 31.10.2016
ნანახია: 8652

არჩევნები დამთავრდა და ცვლილებები ქართულ ტელე-არხებსაც შეეხო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან ტელეკომპანია "იმედი" განახლებლი ფორმატით გავა ეთერში.

კერძოდ, არხზე ახალ საახესბს ვიხილავთ. მოარული ხმების ცნობით, "ქრონიკას" მთავარ გამოშვებას ნანა ლეჟავა და ლევან ჯავახიშვილი წაიყვანს.

კულუარებში აქტიურად საუბრობენ ნინო შუბლაძეზეც. როგორც ამბობენ, "რუსთავი 2"-ის ყოფილ ტელეწამყვანს, სულ მალე ტელე-იმედის ეთერში ვიხილავთ. ამ ეტაპზე უცნობია, რა თანამდებობას დაიკავებს ის "იმედზე", თუმცა არაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ წაიყვანოს.

"იმედზე" ვიხილავთ, ასევე "მაესტროს" ერთ-ერთ ცნობილ და რეიტინგულ სახეს ნინო თოლორდავას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე