მარგველაშვილი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 31.10.2016
ნანახია: 1244

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა. "მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში,“- ამის შესახებ მან სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა.

" მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი. თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისთვის”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მედიასაც. "მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა არჩევანი” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე