“ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება

საქართველო, თბილისი - 09:52 | 31.10.2016
ნანახია: 1520

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, “ქართულ ოცნებას” საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი, 115 დეპუტატი ეყოლება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სულ 113 მანდატია საჭირო. არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო შემდეგი კონფიგურაციით ჩამოყალიბდება: ქართული ოცნება - 115 დეპუტატი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27 დეპუტატი; დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 1 დეპუტატი; პატრიოტთა ალიანსი - 6 დეპუტატი; თოფაძე, მრეწველები - ჩვენი სამშობლო - 1 დეპუტატი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე