წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 50 ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

საქართველო, თბილისი - 09:28 | 31.10.2016
ნანახია: 1245

წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გაიმარჯვა. 
გამონაკლისია ორი ოლქი: ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი, სადაც „თოფაძე - მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს და თბილისში, მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქი, სადაც, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. 
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის - 18 და რეგიონების 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის შეჯამებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქი: ნიკა რურუა (ნაციონალური მოძრაობა) – 32,42% და სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 67,58%. 

ვაკის #2 მაჟორიტარული ოლქი: ელენე ხოშტარია (ნაციონალური მოძრაობა) – 24,48% და ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) -75,52%. 

საბურთალოს #6 მაჟორიტარული ოლქი: სევდია უგრეხელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 20,73% და ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) – 79,27%. 

კრწანისის #7 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი აბესაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,1% და ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) -72,9%. 

ისნის #8 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ონიანი (ნაციონალური მოძრაობა) – 25% და ირაკლი აბუსერიძე (ქართული ოცნება) -75%. 

ისნის #9 მაჟორიტარული ოლქი: ბესიკ კვიციანი (ნაციონალური მოძრაობა) – 25,39% და დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) -74,61%. 

ისნის #10 მაჟორიტარული ოლქი: ზაზა კედელაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,4% და ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) – 73,6%.

სამგორის #11 მაჟორიტარულ ოლქი: ირაკლი ნადირაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 26,64% და გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) -73,36%. 

სამგორის #12 მაჟორიტარული ოლქი: დათო ჟღენტი (ნაციონალური მოძრაობა) – 29,6% და მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) – 70,4%.

სამგორის #13 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ხახნელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 24,07% და შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) -75,93%. 

დიდუბის #15 მაჟორიტარული ოლქი: დავით ნაფეტვარიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 23,94% და ზაზა პაპუაშვილი - 76,06%.

დიდუბის #16 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი დვალი (ნაციონალური მოძრაობა) – 23,3% და ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) - 76,7%. 

ნაძალადევის #17 მაჟორიტარული ოლქი: მურმან თხელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 22,47% და სოფიო კილაძე (ქართული ოცნება) – 77,53%. 

ნაძალადევის #18 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა გუგეშაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,84% და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) -73,16%.

ნაძალადევის #19 მაჟორიტარული ოლქი: ლერი დემეტრაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 29,01% და ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) -70,99%. 

გლდანის #20 მაჟორიტარული ოლქი: ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 28,32% და კობა კობალაძე (ქართული ოცნება) -71,68%. 

გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქი: სერგო რატიანი (ნაციონალური მოძრაობა) – 30,25% და ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) -69,75%.

გლდანის #22 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბარამიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 26,96% და ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) – 73,04%. 

საგარეჯოს #23 მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 20,82% და რომან მუჩიაშვილი (ქართული ოცნება) -79,18%.

გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ღვინიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 21,46% და დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) -78,54%. 

ლაგოდეხის #26 მაჟორიტარული ოლქი: გურამ კაკალაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 24,43% და გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება) – 75,57%. 

თელავის #27 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა) – 30,54% და ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება) - 69,46%. 

ახმეტის #28 მაჟორიტარული ოლქი: შაქრო ტერტერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,17% და გელა სამხარაული (ქართული ოცნება) -73,83%. 

რუსთავის #29 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჩიქოვანი (ნაციონალური მოძრაობა) 27,75% და პაატა მხეიძე (ქართული ოცნება) -72,25%. 

რუსთავის #30 მაჟორიტარული ოლქი: დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 32,43% და გიორგი ბეგაძე (ქართული ოცნება) -67,57%. 

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი: აკმამედ იმამკულიევი (ნაციონალური მოძრაობა) – 27,85% და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება) – 72,15%. 

მცხეთის #37 მაჟორიტარული ოლქი: დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) – 50,11% და ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 49,89%. 

კასპის #39 მაჟორიტარული ოლქი: ნუგზარ ნონიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 24,08% და ირაკლი მეზურნიშვილი (ქართული ოცნება) -75,92%. 

გორის #41 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) – 15,04% და იოსებ მაკრახიძე (ქართული ოცნება) - 84,96%. 

გორის #42 მაჟორიტარული ოლქი: ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 26,07% და თენგიზ ხუბულური (ქართული ოცნება) – 73,93%. 

ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი: სიმონ ნოზაძე (თოფაძე-მრეწველები) – 61,55% და ვალერი გელაშვილი (ქართული ოცნება) – 38,45%. 

ახალციხის #44 მაჟორიტარული ოლქი: ვაჟა ჩიტიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) 30,17% და გიორგი კოპაძე (ქართული ოცნება) – 69,83%. 

ქუთაისის #47 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი თევდორაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 30,75% და გენადი მარგველაშვილი (ქართული ოცნება) – 69,25%. 

ქუთაისის #48 მაჟორიტარული ოლქი: აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 24,72% და დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) – 75,28%. 

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი წერეთელი (ნაციონალური მოძრაობა) – 32,67% და კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) – 67,33%. 

ბაღდათის #51 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი რობაქიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,19% და კობა ლურსმანაშვილი (ქართული ოცნება) -72,81%. 

ზესტაფონის #52 მაჟორიტარული ოლქი: ბეჟან ბუცხრიკიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 21,37% და შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) – 78,63%.

ჭიათურის #56 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) – 36,06% და სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) – 63,94%. 

ლანჩხუთი #60 მაჟორიტარული ოლქი: ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) – 74,76% და აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 25,24%. 

ფოთის #61 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ბასილაია (ნაციონალური მოძრაობა) – 24,47% და ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) – 75,53%. 

სენაკის #63 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა) – 24,7% და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) – 75,3%. 

ხობის #64 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჭოხონელიძე (ნაციონალური მოძრაობა) – 29,28% და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) – 70,72%. 

ზუგდიდის #65 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კონჯარია (ნაციონალური მოძრაობა) – 29,83% და მერაბ ქვარაია (ქართული ოცნება) – 70,17%. 

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი: სანდრა ელისდაბედ რულოვსი (ნაციონალური მოძრაობა) – 28,91% და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) – 71,09%. 

წალენჯიხის #67 მაჟორიტარული ოლქი: ლევან ქარდავა (ნაციონალური მოძრაობა) – 31,44% და გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) – 68,56%.

ბათუმის #68 მაჟორიტარული ოლქი: მირდატ ქამადაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 31,87% და ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) – 68,13%. 

ბათუმის #69 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 30,78% და ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) – 69,22%. 

ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ დუმბაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 28,72% და მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) – 71,28%. 

ქობულეთის #71 მაჟორიტარული ოლქი: ჯანსუღ ჯინჭარაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 28,68% და კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) – 71,32%. 

ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარული ოლქი: მიშა ბოლქვაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 27,85% და ილია ნაკაშიძე (ქართული ოცნება) – 72,15%.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე