სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს მოუწოდებს მარკირებიანი ამომრჩევლების უბანზე მეორედ მისვლის ფაქტები შეისწავლოს

საქართველო, თბილისი - 19:40 | 30.10.2016
ნანახია: 1222

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს მოუწოდებს მარკირებიანი ამომრჩევლების უბანზე მეორედ მისვლის ფაქტები შეისწავლოს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ უბნებზე მიდიან ის ადამიანები, ვისაც მარკირება უკვე გავლილი აქვთ.

„ჩვენ დაგვიძახეს პირველ უბანზე დილიდან, სადაც ჩვენ ამომრჩეველს უარი უთხრეს იმის გამო, რომ მარკირება ჰქონდა, ჩვენც არ შევუშვით, ვთხოვეთ ყველა უბანზე ჩვენს წარმომადგენელს, რომ ვინც არ უნდა იყოს და მიდის უბანზე მარკირებით, არავის მისცეთ უფლება შეშვებაზე”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე