მთაწმინდის ოლქში რამდენიმე პირმა განაცხადა, რომ მარკირების კვალი 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ

საქართველო, თბილისი - 19:39 | 30.10.2016
ნანახია: 1158

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

,,აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩვენო ოლქების თითო უბანზე, სადაც ამომრჩევლებს, მას შემდეგ რაც დაუდგინდათ მარკირების პროცედურის გავლა, არც ერთმა ზემოაღნიშნულმა კომისიამ, კანონის შესაბამისად, არ მისცა ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა. მთაწმინდის ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა საჩივარი”, - აცხადებენ ცესკოში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 25.3 % შეადგინა, რაც ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 626 954 ამომრჩეველია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე