გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც ბებიას კისტის თოფს ესვრის (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:21 | 30.10.2016
ნანახია: 96780

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ სასტიკად „ეხუმრებიან“ შვილიშვილები ბებოს. აღნიშნულმა ფაქტმა, საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია და ბევრი მათგანი, მასზე რეაგირებასაც ითხოვს.

ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის რეაქციებზე, რომელიც სთხოვს შვილიშვილებს ძალადობა შეწყვიტონ.

ნონა ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოზე საზოგადოების რეაქციას ასე გამოეხმაურა:

„თქვენ მართლა შ..გ ხო არ გაქვთ!? ჯერ ვინ მოგცათ უფლება ვიდეოს რომ ავრცელებთ?? მერე სად დაინახეთ უპატივცემულობა და ან სად ესვრიან? ბებოს ჩვენ რომ ვუვლით ისე თქვენ ცემდეთ პატივს კარგი იქნებოდა. თქვენ მართლა ხომ არ ანძრ...თ”, – წერს ნონა ქუთათელაძე.

14885923_1207173962659814_941828546_n






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე