Halloween - უწყინარი გართობა თუ უწმინდურთა დღესასწაული?!

საქართველო, თბილისი - 14:35 | 30.10.2016
ნანახია: 2397

"ჰელოუინი" – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საწყისს კი კელტური ფესტივალი "სამჰეინიდან" და ქრისტიანული "ყველა წმინდანის დღიდან" იღებს.
ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი 1-ლი ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსების კოსტიუმებს იცვამენ. ამ გართობის მიღმა "ჰელოუინის" უძველესი არსი იმალება.
მთელ ევროპაში ეს ღამე აღინიშნებოდა როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ. ისინი დაბორიალობდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვდნენ საჭმელსა და სასმელს.
სულებს სხვადასხვა სახის მიღება შეეძლოთ. ავ და ბოროტ სულებს ცხოველებში ჩასახლება შეეძლოთ. მათთან ერთად ჩნდებოდნენ სხვა ბნელი ძალებიც: დემონები, სახლის სულები, კუდიანები, ვამპირები და სხვა. ყველა უწმინდური ძალა დედამიწაზე ეშვებოდა.
იმისთვის, რომ მკვდარი აჩრდილების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ, ადამიანები აქრობდნენ ცეცხლს თავიანთ სახლებში და რაც შეიძლებოდა, შემაშინებლად იცვამდნენ, იხურავდნენ ცხოველების თავების ნიღბებს და მათ ტყავებში ეხვეოდნენ იმ მიზნით, რომ დააფრთხობდნენ ავ სულებს.

"ჰელოუინი" ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია.
უძველესმა მითებმა გაგრძელება პოპ-კულტურაში, სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში ჰპოვა. "ჰელოუინის" ღამეს ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განასახიერონ. ისინი, ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, აამონ ავ სულებს. დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს.
გოგრის თავი – "ჰელოუინის" აუცილებელი ატრიბუტია. გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტი სულების დაფრთხობასთან.
დრუიდების ძველი კალენდრის მიხედვით, ინგლისში 1-ლ ნოემბერს დგებოდა ახალი წელი. ამისთვის, 31 ოქტომბერს საჭირო იყო ავი სულების გაყრა, რომლებიც ამ ღამეს გამოდიოდნენ დღის სინათლეზე.
ამერიკაში ამ დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება კანფეტები.
ამერიკული "ჰელოუინის" ძირითადი ატრიბუტები – გოგრის ფარანი და კანფეტების შეგროვებაა – Trik or treat ("გამიმასპინძლდი, თორემ ინანებ").




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე