"ყოჩაღ ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც" - ბერძენიშვილმა საყვარელიძე "ფეისბუქიდან" წაშალა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 30.10.2016
ნანახია: 2126

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე, ლევან ბერძენიშვილმა "ფეისბუქიდან" წაშალა, ამის შესახებ საყვარელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთი სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24 წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა. ყოჩაღ ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც. სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს", - წერს ფრიდონ საყვარელიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე