მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 13:26 | 30.10.2016
ნანახია: 1264

მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს არ უშვებენ. 2030-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა ერთ-ერთ დაკვირვებელსა და ჟურნალისტებს შორის.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი კარებში ჩადგა და მედიას შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს,  რომ არ იცის, კარებს ვინ კეტავდა და ვინ უშლიდა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს.

ამასთან, მისივე თქმით, ერთ-ერთი პირი საარჩევნო კაბინაში შევიდა, კედელზე ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო ნომერი დაწერა, რამაც ხმაური გამოიწვია, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე