რაჭაში ხე-ტყე იჩეხება - "დაინტერესდით გარემოს დაცვით"

საქართველო, თბილისი - 12:07 | 30.10.2016
ნანახია: 2737

რაჭაში, კერძოდ ლეკნარში და შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად მიმდინარეობს დიდი რაოდენობით ხე-ტყის ჩეხვა, შემოვლითი გზებით გადაადგილდებიან მანქანები რომელთა საშუალებითაც დიდი რაოდენობით მოჩეხილი ხე ტყე გადააქვთ.
ჩამოწოლილი მეწყერი, ტრაქტორით განადგურებული და ჭაობად ქცეული გზები შეუძლებელს ხდიდა გადაადგილებას! ეს ფაქტები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდათ მათ ვისაც ბუნების დაცვა ევალებათ.
იქნებ გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესდეს გარემოს დაცვით, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამთა ფაღავა ავრცელებს და ფოტო მასალას აქვეყნებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე