„რესპუბლიკური პარტია“ კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 30.10.2016
ნანახია: 1256

„რესპუბლიკური პარტია“ ამჯერად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა დატოვა. განცხადებას ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ განვითარების პროცესში სხვადასხვა ფორმით შესაბამისი წვლილი მეც მაქვს შეტანილი. ამასთან, დროთა განმვალობაში გაიზარდა შინაგანი წინააღმდეგობები ჩემს ხედვებს, პრიორიტეტებსა და პარტიის საქმიანობის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ორგანიზაციულ მიდგომებს შორის. მრავალ შიდა დისკუსიაში გამოვხატე ჩემი აზრი, თუმცა ამან არსებითი შედეგები ვერ გამოიღო და გამოცდილებიდან გამომდინარე არსებითი კორექტირების რესურსს ვეღარ ვხედავ. ვფიქრობ, ჩემი ხედვები სულ უფრო და უფრო აცდენილია პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ ძირითად მეინსტრიმს. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პათოსი და პოსტსაარჩევნო განცხადებები, შეფასებები და სამომავლო ხედვები აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს „რესპუბლიკური პარტია“, - წერს თენგიზ შერგელაშვილი.

როგორც ცნობილია, დავით უსუფაშვილის შემდეგ ”რესპუბლიკური პარტია” ფრიდონ საყვარელიძემაც დატოვა. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ის ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პარტიიდან დიდი ხნის წინ წავიდა, თუმცა, ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ამ დროისთვის უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიიდან წასვლის შესახებ თინათინ ხიდაშელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე