პირველი ლედი: პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 30.10.2016
ნანახია: 1665

წლევანდელი „ნიჭიერის“ ჟიურიში პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც თავად ამბობს, პროექტში მონაწილეობა მისთვის საინტერესოა, სადაც არაერთი ნიჭიერი აღმოაჩინა.

"ამ პროქტში ერთმანეთზე საინტერესო ტიპაჟები მოდიან, ისინი სხვადასხვა სფეროდან გთავაზობენ ნომრებს და ამიტომ ვთვლი, რომ პროექტში მონაწილეობა საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ვარ, არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა წყალზე ხატვა. თვითნასწავლი ადამიანები, დიდ ეფექტს ახდენენ დიდ სცენაზე. იყვნენ აკრობატები, რომლის შესაძლებლობებიც განუსაზღვრელია", - განაცხადა "მიუზიქბოქსთან" საუბრისას მაკა ჩიჩუამ.

კითხვაზე თუ როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები მის ასეთ გადაწყვეტილებას, ჩიჩუა პასუხობს: 

"არც მიფიქრია რომ ამას უარყოფითად მიიღებდნენ, მაგრამ მქონდა ეჭვი, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე ეთქვათ, მოვრიდებოდი ადამიანების კრიტიკას, მაგრამ ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ყველგან არის ძალიან კრიტიკული და ზოგჯერ უარგუმენტოდ კრიტიკული ხალხი. „ნიჭიერი“, არის საუკეთესო საშუალება, რა გამოცდილებაც გაქვს დაგროვილი, ის აღმოაჩინო შენს თანამემამულეებში და სტიმული მისცე.

მუსიკაში და კინოში. მე კლიპიც მაქვს ელექტრო მუსიკაზე, ადრე ვმღეროდი ტელევიზიის გოგონათა დიდ გუნდში, კინოში მაქვს გამოცდილება. შემოქმედებითი მხარე ჩემია, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს", - განცხადა "მიუზიქ ბოქსთან" საუბრისას პირველმა ლედიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე