წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურული დარღვევების კასკადია

საქართველო, თბილისი - 13:00 | 22.09.2015
ნანახია: 2322

კასკადია პროცედურული დარღვევების ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მარტო, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„სასამართლო გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში, არამედ სათათბირო დარბაზში. მას, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს, ჰქონდა და აქვს ვალდებულება პატივი სცეს საკუთარი სასამართლოს მოსამართლეებს. გიორგი პაპუაშვილს შევახსენებ, რომ საქართველოში არსებობს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, რომელშიც მისი გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის და კასკადია პროცედურული დარღვევების ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მარტო. რა თქმა უნდა, მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცული, მაგრამ მოქალაქეს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ეს განცხადებები მინისტრმა გააკეთა ღონისძებაზე, სადაც იუსტიციის სამინისტრო აჯამებდა პილოტურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ინტეგრირებულია ადგილობრივ ბიბლიოთეკებში 2 სოფელში - ნუკრიანსა და ხიდისთავში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე