დასცინიან პატარა მკერდს და დიდ ცხვირს - თბილისში “Comedy Woman“ ჩამოდის

საქართველო, თბილისი - 15:51 | 28.10.2016
ნანახია: 1834

19 ნოემბერს, საქართველოში “Comedy Woman“ ჩამოდის და თბილისის დიდ საკონცერტო სარბაზში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.

„Comedy Woman” არის შოუ, სადაც ქალები ხუმრობენ თავიანთ თავებზე და სხვა ქალებზე, დასცინიან მოდურ სიახლეებს, პატარა მკერდს, დიდ ცხვირს და ა.შ. ისინი აგრეთვე მღერიან, ცეკვავენ, არკვევენ საქმეებს პირდაპირ სცენაზე. თავდაპირველად პროექტი მხოლოდ კლუბური ხასიათისა იყო.

ეთერში გასვლისთანავე გადაცემამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკვე 10 წელია ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადის და დღესდღეობით უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგითაც სარგებლობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე